ბაბუაჩემის თვითმკვლელობის მიზეზი ვიცი... ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რისი შიშიც მეც მაქვს გენეტიკურად

გიორგი კეკელიძემ გადაცემაში ნოესთან თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებზე ისაუბრა და მოუწოდა იმ ადამიანებს, ვინც იტანძება მძიმე დეპრესიით, შფოთვებით და სუიციდზე ფიქრებით აუცილებლად მიმართონ ექიმებს, ფსიქოლოგებს დასახმარებლად. მან ასევე თქვა, რომ ეს ერთადერთი გზაა განკურნებისათვის. კეკელიძემ თავის ბავშვობის ტრამვაზეც ისაუბრა, როდესაც უკანა ეზოში ბაბუა ნახა ჩამომხრჩვალი და ის ორი მიზეზიც დაასახელა რის გამოც ბაბუამ ეს გააკეთა, მათგან ერთ-ერთზე კი თქვა რომ მასაც გენეტიკურად ამის შიშები აქვს.