მიმიყვანა ცარიელ სახლში, ღამით მოვიდა თითზე დანა დამადო და მითხრა თუ იმას არ გავაკეთებდი რაც მას უნდოდა თითს მომაჭრიდა, შრამი ახლაც მაქვს - ეს ადამიანი იყო ცნობილი პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძე

მარტა ბარამიძემ ია ფარულავას კონვერტში პირველად ისაუბრა საჯაროდ იმ ადამიანზე, ვისაც მასზე სექსუალური ძალადობის განხორციელება სურდა. მან ძალიან მძიმე ისტორია მოყვა ამის შესახებ და პირველად დაასახელა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელმაც ეს ჩაიდინა. როგორც ის ამბობს, ეს ადამიანი იყო ცნობილი პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძე.