სოზარ სუბარი ჩემი ნათესავია და მინდა მას მივმართო

სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა თავის ნათესავს და პოლიტიკოს სოზარ სუბარს საჯაროდ მიმართა და იმ კანონპროექტის გამო გააკრიტიკა, რომელიც მან და მისმა თანაგუნდელებმა პარლამენტში შეიტანეს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით ყველა ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას გამოცხადდება აგენტად.
"სუბარი არის ჩემი ნათესავი, მინდა მივმართო, სოზარ, გავა დრო და შენს შვილებს სირცხვილით შეხედავ თვალებში, როცა გაგახსენდება, რომ ამ კანონის ერთ-ერთი ინიციატორი იყავი"