ვეღარ ვსუნთქავ, მჭირდები... როგორ გავაგრძელო ცხოვრება... გამაღვიძეთ ვინმემ და მითხარით რო სიზმარია - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის შეყვარებული

ხაშურში ავარიის დროს დაღუპული დავით აკობიას შეყვარებული ძალიან ემოციურ პოსტს წერს. როგორც აღმოჩნდა ზანდა კონცელიძე და დავით აკობია 9 თვეა შეყვარებულები არიან, მაგრამ საბედისწერო დღემ მომავალი არ აცალა.

"ვერცერთი ჩემი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმას რასაც მე ეხლა ვგრძნობ... მჭირდები ისე როგორც არასდროს მენატრები და მენატრება შენთან გატარებული ყველა დღე, დამტოვე და თან გაიყოლე ჩემი გულიც... სულ იმას მეუბნებოდი რომ ჩემს გარეშე არ შეგეძლო და ეხლა მე რავქნა შენს გარეშე? როგორ გავაგრძელო ცხოვრება ისე თითქოს არაფერი მომხდარა ? ის ცხოვრება სადაც შენც უნდა ყოფილიყავი? ესე ადექი და უბრალოდ დამტოვე... სულ იმას მიმეორებდი რომ რაცარუნდა მოხდეს მაინც ჩემთან იქნებოდი... ჰოდა გელოდები დათოო გელოდებიი!!!! სულ შენ მოგქონდა ჩემთან ვარდები და ეხლა მეუნდა მოგიტანო და ძალიან არმინდა... მეშინია შენთან მოსვლის უპასუხოდ რომ დამტოვებ მაგისი მეშინია... ერთი წლის წინ ამ დროს მე და შენ ბოულინგს ვთამაშობდით და ეხლა სადხარ სადდ??? გამაღვიძეთ ვინმემ და მითხარით რომ ჩემი მორიგი იდოტური და უაზრო სიზმარია არმინდა შენზე წარსულში საუბარი!!! მტკივა ყველაფერი!!! ნუმტკენნ უბრალოდ დამიბრუნდი და ყველაფერი ძველებურად იქნება... არვიცი რავთქვა რას გვრძნობ ეგეც არვიცი უბრალოდ მოდიი...ლავ იუ სკუუ..."