უბრალოდ მინდა მანაც იცოდეს, რომ... კასტინგზე მისულს ყველანაირი იმედი ჩამიკლა - მომღერალი თათია კობალაძე მარინა ბერიძეზე
- 23/02/23
- 74315 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მომღერალმა თათია კობალაძემ ჟურნალ "გზა"სთან ისაუბრა იმ პერიოდზე როდესაც ჯეოსტარში მონაწილეობდა და მარინა ბერიძემ მარტივად რომ ვთქვათ შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ მას არანაირი მუსიკალური მონაცემეი არ ჰქონდა და ჯობდა შვილისთვის მიეხედა. მას მერე მუსიკოსი ძალიან განვითარდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა ბევრი მათგანი კი დიდი წარმატებითაც დააგვირგვინა.
"უბრალოდ, მინდა მანაც ისწავლოს, რომ არ შეიძლება, დამწყებ მუსიკოსებს, მომღერლებს ის უთხრას, რაც მე. 17 წლის ვიყავი, როცა „ჯეოსტარის“ კასტინგზე პირველად მივედი. 11 თვის შვილით ხელში, დილის 8 საათიდან რიგში ვიდექი... კასტინგზე ისეთი სიმღერა მომცეს, რომელიც მანამდე არასდროს შემისრულებია. ჩემს ტემბრს საერთოდ არ შეესაბამებოდა... სცენაზე ძალიან შეშინებული ვიდექი – ამას ვაღიარებ, თუმცა კონკურსები ვარსკვლავებისთვის არაა, იმ ადამიანებისთვის ტარდება, რომლებსაც მუსიკალური მონაცემები აქვთ და კონკურსზე უნდა განვითარდნენ, სცენაზე მუშაობა ისწავლონ... კასტინგზე მისულს ქალბატონმა მარინამ ყველანაირი იმედი ჩამიკლა, წადი, უკვე გათხოვილი ხარ, შვილი გყავს, მომავალი არ გაქვს. სახლში უნდა იჯდე და შილი გაზარდოო, ჩემთვის ეს მიუღებელია...
რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინის იქს ფაქტორში გავედი და ნახევარფინალში მოვხვდი, მთელი უკრაინა მცნობდა... ასევე წარმატებას მივაღწიე თურქეთში, ყაზახეთში... მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა მუსიკალურ კონკურსში ვმონაწილეობდი. არ მეგულება მუსიკოსი, ვინც ამდენს იბრძვის მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ოჯახი, ორი შვილი, არ ჰყავს ფულიანი მამიკო..."