დღეს, 23 თებერვალს, ზუსტად 23 საათსა და 02 წუთზე, ან 23 წუთზე - სწორად ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად სარკისებურად დაგიბრუნდებათ

კვირის მთავარ ასტროლოგიურ მოვლენად დღევანდელი დღე ითვლება, ეს ყველაფერი ქართველმა ასტროლოგებმა სოფია ბზეკალავამ და მიხეილ ცაგარელმა აღნიშნეს. მათი თქმით დღევანდელი დღე არის სარკისებური რიცხვი, რა დროსაც ჩაფიქრებული სურვილი არეკვლის პრონციპით უკან გვიბრუნდება. ასე რომ არ გამოტოვოთ დღევანდელი დღე 23:23 საათ ან 23:02 საათი!
"23 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები. ამ დღეს კოსმიური პორტალი გახსნილია და სურვილების ასრულების შანსი ძალიან მაღალია,ძალიან კარგია ლოცვა და პოზიტიური ენერგიის გაგზავნა კოსმოსში რადგან ის ორმაგად დაგიბრუნდებათ. მიუხედავად იმისა რომ მთელი დღეს საკრალურია, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ შეძლებთ და სურვილს კონკრეტულად 23 საათსა და 20 წუთზე, ან 23 საათსა და 23 წუთზე ჩაიფიქრებთ, თუმცა, თუ ამ დროს ვერ შეძლებთ, ეგეც არაა პრობლემა, ვინაიდან მთელი დღე საკრალურია და მთავარია ამ დღის სასწაული ენერგია გამოიყენოთ" - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.