ამ წუთებში რიკოთზე ხდება კოშმარი... ხალხი დახმარებას ითხოვს... რა გაძინებთ სახლში...
- 23/02/23
- 278719 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალისტი ელისო კილაძე რიკოთზე არსებული სიტუაციის შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ წუთებსი იქ საშინელება ხდება, ძალიან დიდი საცობია და ხალხი, რომელიც ამ საცობში იმყოფება უწყლოდ არის დარჩენილი, ასევე უთავდებათ საწვავიც. როგორც ის ამბობს, დატვირთავდა მანქანას და წავიდოდა, მაგრამ იქამდე ვერ ჩააღწევს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გზების დეპარტამენტმაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ რიკოთზე ავტოავარია მოხდა, რამაც რამდენიმე საათით შეაფერხა მოძრაობა, ამჯამად კი ძალიან დიდი ნალექია, რის გამოც ვერ ხერხდება გზის სწრაფ რეჟიმში გახსნა.
"რიკოთზე ხდება კოშმარი !
ხალხი დარჩენილია წყლის და საკვების გარეშე,
112 გზების დეპარტამენტში ამისამართებს მგზავრებს,
იქ პასუხი არა აქვთ !
ხვალინდელი აქცია ასე გინდათ შეათხელოთ ?!
ხალხი დახმარებას ითხოვს-ზარებს და მესიჯებს ვეღარ ავუდივარ ‼️"
ასევე ის წერს შემდეგსაც:
"‼️‼️‼️მოხუცები, ბავშვები მანქანებში ‼️‼️‼️‼️
უთავდებათ საწვავი, არა აქვთ წყალი და საკვები ‼️
რიკოთზე თოვლი და ქარბუქია !
გზა როდის გაიხსნება არავინ არ იცის ‼️‼️‼️
რა გაძინებთ სახლში-მინისტრებო,დეპუტატებო,მერებო,ალოოოო ‼️‼️‼️‼️
დავტვირთავ მანქანას და წავალ,მაგრამ იქამდე როგორ მივაღწევ?! " - წერს ელისო კილაძე