ქართული წარმოების ზეთია, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მივაგენი, ერთი ლიტრი 4 ლარამდე ღირს
- 24/02/23
- 44294 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბოლო დროს ზეთის ფასის კატასტროფული მატება უამრავ ადამიანს აწუხებს, აღნიშნული საკვები ზეთები უმეტეს წილად რუსეთიდან შემოდის და ფასიც შესაბამისად საოცრად ძვირია, მითუმეტეს ქართველი მოსახლეობისათვის, დღეს ერთ-ერთი მომხმარებელი ივანე გოლიაძე ართული ზეთის შესახებ გვიყვება, რომელიც საქართველოშივე იწარმოება და ერთი ლიტრი მხოლოდ 4 ლარამდე ღირს.
"ჩემი მეგობრების წყალობით გავიგე, რომ ბაზარზე არსებობს ქართული წარმოების ზეთი, რომელიც უკრაინულ ნედლეულზე მზადდება და ფოთში აქვთ ქარხანა.
დღეს როგორც იქნა მივაგენი სუპერმარკეტ "ჯიბე"-ში
თან ლიტრიანი ბოთლი 4 ლარადე ღირს.
სხვა დანარჩენი ზეთების უმრავლესობა რუსულია და კატასტროფულად ძვირი..." - წერს ივანე გოლიაძე