მაპოვნინეთ ამ ბავშვის მშობლები... ეს მოძალადე სავარაუდოდ არის ძიძა... ისე ავნერვიულდი, რომ რაც მოვასწარი ამ ვიდეოს გადაღებაღა იყო

მომღერალ ირაკლი ნოზაძის ცოლი სოციალურ ქსელში შემზარავ ვიდეოს აქვეყნებს და ითხოვს ამ ვიდეოს გავრცელებას. როგორც ია დუდაშვილი ამბობს ამ ვიდეოზე აღბეჭდილი ქალი დაახლოებით 1 წლამდე ბავშვზე ძალადობდა. მისი თქმით სავარაუდოდ ეს ქალი ამ ბავშვის ძიძა უნდა იყოს და უცბათ აღელვებულმა ისღა შეძლო ეს ვიდეო გადაეღო.