
დავიღუპეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი... ვხედავდი პატარას ცხედარს, როგორ ეხუტებოდნენ დედა და მამა თითქოს ცდილობდნენ გაეთბოთ პატარას სხეული და ტკივილი გაეყუჩებინათ
- 17/03/23
- 18562 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

შემზარავი ამბავი დიდ დიღომში მოხდა, 12 წლის გოგონა ავტოფარეხების უკან იპოვეს, 12 წლის გოგონას დაკარგვის შესახებ გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. თვითმხილველები ყვებიან იმ შემზარავი სურათის შესახებ, რაც ადგილზე დახვდათ.
"ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს! რომ ვიცოდე ვინ ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული, ზუსტად ვიცი, არ დავიხევდი უკან და ჩემი ხელით დავასახიჩრებდი. მე დღეს ვნახე შვილის სიკვდილი ჩემი თვალით. ყველაფერი კარგავს აზრს. ვხედავდი პატარა ცხედარს როგორ ეხუტებოდნენ დედა და მამა, თითქოს ცდილობდნენ გაეთბოთ პატარას სხეული და ტკივილი გაეყუჩებინათ. ამავე დროს ვხედავდი ქვად ქცეულ დედას, რომელსაც ვერაფერს ეტყოდი სანუგეშოს. ან რა უნდა გეთქვა?! ყველაზე საშინელი წამების, წუთების და საათის მომსწრე გავხდი. ღმუოდა ხალხი. ტიროდა, კიოდა, ყვიროდა... არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ან როგორ შეიძლება ამ დროს შეძლო და რამე შეაფასო" - ამბობს თვითმხილველი.
"12 წლის ბავშვი არის ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო. აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. რომ გავაღვიძე და მოვედი თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ" - ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა