ძალიან მძიმე დღეები მაქვს ახლა... ჩემი გარდაცვლილი შვილის ასლია, მისთვის ვცხოვრობ
- 29/03/23
- 62680 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ცნობილი ექიმი მარინა ენდელაძე ჟურნალ სარკესთან მისთვის ყველაზე მძიმე დღეზე საუბრობს, 27 მარტზე, როდესაც მისი შვილი გადრაიცვალა. მარინა ენდელაძე ახლა შვილიშვილს ზრდის, რომელიც 19 წლისაა. შეგახსენებთ ქალბატონი მარინა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი განსაკუთრებით კორონავირუსის პერიოდში გახდა.
"ჩემი შვილის ასლია გარეგნობით, ყველაფრით. მისთვის ვცხოვრობ… 27 მარტი ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა და ძალიან მძიმე დღეები მაქვს ახლა. ყველა დღე ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ დროს ორგანიზმში რაღაც უფრო ძალიან მწვავდება… სხვა წვაა.
ცოტნე, რომელიც ძალიან ჰგავს მამას, 13 წლის ასაკში უკვე ცნობილი ჩოგბურთელი იყო. მსოფლიოში მესამე და ევროპაში პირველი გახლდათ რეიტინგში 14 წლამდე ასაკში. 13 წლის იყო, მამამისის რომ გარდაიცვალა. ცოტნე მამამისივით ძალიან ნიჭიერი, არაორდინარული და განსხვავებულია. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩოგბურთის გაგრძელება აღარ მოუნდა. მამამისი მისთვის ყველაფერი იყო, სულ ერთად დადიოდნენ ტურნირებზე…"