დღეს 28 ოქტომბერს, ღამის 12 საათზე პიკია... მოეწყვეთ მყუდროდ და... ეს თქვენს უახლოვეს 6 თვეს გადაწყვეტს - მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი განცხადებას ავრცელებს და მოუწონებს ხალს, რომ დღეს 12 საათზე მთვარის დაბნელების პიკია, ამიტომ ყველაფერი საუკეთესო უნდა გააკეთოთ ღამის 12 საათამდე, დღევანდელი დღე კი უახლოვეს 6 თვეზე იქონიებს ზეგავლენას.
"ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 28 ოქტომბერს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა ღამის 12 საათზე პიკია, 
აამიტომ მოეწყეთ მყუდროდ თქვენს თბილ ბინაში, ილოცეთ გულისხმიერად, ყველას უსურვეთ და გაუგზავნეთ მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა… დაულოცეთ ყველას მშობლები და შვილები. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს, ხორცს, ალკოჰოლს… აირიდეთ ნეგატიური ინფორმაცია, რათა უახლოესი 6 თვე არ გაგყვეთ ეს ნეგატივი…
მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, უყურეთ საყვარელ ფილმს და თბილად მიმართეთ გარშემომყოფებს, შეაქეთ. მშვიდად დაისვენეთ. 
3 დღე გაგრძელდება გავლენა… ამ პერიოდში მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას, უმჯობესია გადადოთ.
კარგია ჩამოწეროთ იმ საქმეების გეგმა, რომელიც დაუმთავრებელია, გართულდა, გაიწელა დროში, გაგიძნელდათ მისი დასრულება.
 ბედნიერება და გაცნობიერება თქვენს ოჯახებს"