ჩვენი მეგობრობა ძალიან უცნაურად დაიწყო... გავხსენი უცნობი გოგოს წერილი და ჩვენს თავზე ვიღებთ ამიერიდანო...
- 29/10/23
- 25335 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბლოგერი და პრაიმჰაუსის გამარჯვებული გურამ შეროზია იმ გოგონების შესახებ წერს, რომლებიც მას პროექტის მოგებაში ეხმარებოდნენ. გურამი ყვება მათზე, როგორც მეგობრებზე, რომლებიც 1 წლის წინ პრაიმ ჰაუსში მონაწილეობისას სრულიად შემთხვევით გაიცნო, როგორც აღმოჩნდა ამ გოგონებს მისი პიარი დაუწყიათ ისე, რომ შეროზიამ ეს არც კი იცოდა...
"ერთ წელს ითვლის ჩვენი მეგობრობა, ძალიან უცნაურად დაიწყო…
მე, კოსტა და გიო (გუშინდელი სიძე) აუტსაიდერებად რომ ვისხედით და კოსტამ მომიგო - პირადში აღშფოთებული ბევრი წერილი დამხვდა, გავხსენი უცნობის გოგოს წერილი - ჩვენს თავზე ვიღებთ ამიერიდან, ღამეებს გავათენებთ და უნდა მოვიგოთო!))) მერე დაიწყო, რაც დაიწყო :)) ანუ გულშემატკივრები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ორგანიზება, სწორი თანამშრომლობა და პროდუქტიულობა იყო გადამწყვეტი, თან მეორე სეზონის რეეეკორდები და კონკურენცია კი იცით...
სასწაულად მახსენდება ის ერთ გუნდად შეკრული, ემოციური პერიოდი. ეს გოგოები მართავდნენ უზარმაზარ ჯგუფს, ამენეჯმენტებდნენ და მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ. სხვებიც იყვნენ და ყველასი ძალიან მადლიერი ვარ და ვიქნები...
ჰოდა, კი მოვიგეთ და ამდენი ერთობლივი შრომა კი გადაგვეზარდა მეგობრობაში და აგერ აქ ვართ ყველა...
პ.ს. ყველა ერთმანეთზე ლამაზი რომ არის - ეს შემთხვევით დაემთხვა, არაფერ შუაშია არაფერთან ..."