მე პირადად ცხოვრების მოწყობის უფლება არ მაქვს, არც ცოლის და არც შვილების ყოლის

ეზოთერიკოსი გოგა მანია რამდენიმე ხნის წინ თბილისელებთან საუბარში აღნიშნავდა, რომ მას არც ცოლის, არც სვილების და რც საყვარელი ადამიანის ყოლის უფლება არ აქვს. ზუსტად კითხვას ვერ პასუხობს და ამბობს, რომ ეს დაფარული თემაა...
-პირად საუბარში აღნიშნე, პირადი ცხოვრების მოწყობის უფლება არ მაქვსო. რა იგულისხმე?

-დიახ, მე პირადი ცხოვრების მოწყობის უფლება არ მაქვს, არც ცოლისა და არც შვილის ყოლის. ანუ, არ შემიძლია, მყავდეს საყვარელი ადამიანი, ვიქორწინო და მყავდეს შვილი. სამყარო რაღაცას იღებს, რაღაცის სანაცვლოდ. ოღონდ ნურაფერს მკითხავთ. ეს დაფარული თემაა და მეტს ვერ გეტყვით. ზოგადად, ეზოტერიკა ნიშნავს დაფარულს, დახურულს და მეც მარტო ვცხოვრობ.