იამ აღიარა რომ მიღალატა... ჩემთვის ფიზიკური ლტოლვა გაქრა ყველა ქალის მიმართ...
- 30/10/23
- 27566 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მუსიკოსმა ტარიელ სუარმა ჟურნალ თბილისელებთან მისი და ია ფარულავას დაშორების სესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იამ უღალატა და ზუსტად ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი, 3 თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და როგორც მუსიკოსი აღნიშნავს მას შემდეგ ტელეწამყვანთან აღარანაირი კომუნიკაცია აღარ ჰქონია.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშორების მიზეზი ღალატი იყო, თუ ასეა, რამდენად რთული იყო თქვენთვის იმის გაცნობიერება, რომ გიღალატეს და პირველი რეაქცია როგორი გქონდათ?
- ნამდვილად რთული იყო, თუმცა უშეცდომო არავინ არის. აქედან გამომდინარე, მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ეტაპისთვის არც კი ვფიქრობ, რომ საერთოდ რამე მოხდა. გონებით იმდენად გადართული ვარ სხვაგან, რომ დღეს ეს ყოველივე ჩემთვის დაბრკოლება აღარ არის. თავიდან ყველანაირად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ცხოვრებაში, თურმე, ყველაფერი ხდება... სიმართლე გითხრათ, პირველი რეაქცია აღარც კი მახსოვს. ვერ გეტყვით.
- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ იასთან?
- ია არ მინახავს მას შემდეგ, რაც დავშორდით, მაგრამ ჩემი მის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება არა მხოლოდ იას მიმართ, არამედ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალიან ფაქიზი და თბილია. ჩემნაირ ადამიანს, რომელსაც საკუთარი მტერიც კი უყვარს, როგორ უნდა მქონდეს ვინმეს მიმართ ბოღმა და ბრაზი. რაც მოხდა, მოხდა...
- როგორ გაიგეთ ღალატის შესახებ?
- ეჭვი მივიტანე ადამიანზე და დავასკვენი, რომ იქ ღალატს ჰქონდა ადგილი. თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი, უბრალოდ, ია გამოვტეხე და რადგან აღიარა, ესე იგი, სიმართლე აღმოჩნდა.
- ახლა რას განიცდით მის მიმართ, არ იცით, შეგეცვალათ თუ იგივე გრძნობა გაქვთ, როგორიც მაშინ, როცა ხელი სთხოვეთ?
- იმ დროსაც კი, როცა ხელი ვთხოვე, ერთადერთი, ვინც მიყვარდა ეს იყო ღმერთი. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი მიყვარს. თქვენ თუ სექსუალური ლტოლვა გაინტერესებთ, ეს უკვე სხვა თემაა. მე ლტოლვა მქონდა მხოლოდ და მხოლოდ იას მიმართ, ახლა საერთოდ არანაირი ლტოლვა აღარ მაქვს, რადგან ეკლესიასა და სულიერებაზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის ფიზიკური ლტოლვა გამქრალია ყველა ქალის მიმართ. სამომავლოდ არ ვიცი, რა იქნება. შესაძლებელია, ხვალ შემხვდეს ადამიანი, რომლის მიმართაც ისეთი ლტოლვა გამიჩნდეს, რომ მეორე დღესვე ცოლად მოვიყვანო (იცინის), მაგრამ ამ ეტაპისთვის ასე ვარ. იას მიმართ ჩემი სექსუალური ლტოლვა, სავარაუდოდ, იმ დროს შეწყდა, როცა მე ეს ინფორმაცია მივიღე. ამის შემდეგ გადავედი სულიერებაში და ვიპოვე ჩემი თავი. ისე, სიყვარულით ყველა ადამიანი მიყვარს.