ერეკლესთან არ ვარ მართალი, უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა... მწამს და მჯერა, რომ ეს ამბავი არ გაგხდის სასტიკს

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე, რომელიც ტვ იმედის ერთ-ერთ პროექტში იღებს მონაწილეობას ერეკლე გირგვლიანს საჯაროდ უხდის ბოდიშს და ამბობს, რომ ძალიან სტკივა გული, როდესაც მის გაგდებას პროექტიდან მოაწერა ხელი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა:
"ერეკლემ დატოვა დღეს პროექტი.
ერეკლესთან არ ვარ მართალი, უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. და თუ რატომ არ მქონდა სხვა გზა, მე ამას აუცილებლად ავუხსნი ეკეს, როცა პროექტი დასრულდება.
ის გახლავთ ძალიან განათლებული, ერუდირებული და ნიჭიერი ახალგაზრდა. მან დღეს თქვა, რომ გვიან მივხვდი როცა პატიოსნად ვთამაშობდით და თურმე სხვა რამე ყოფილა აქ საჭიროო. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი ეკე- შენ ნამდვილად იყავი პატიოსანი მოთამაშე, მაგრამ ყველაზე თავს ნუ დადებ. ამიტომაც მტკივა გული როცა შენს გაგდებაზე მოვაწერე ხელი, რომ ნამდვილად სწორი მოთამაშე იყავი და სხვებიც ასეთი გეგონა.
მწამს და მჯერა ეს ამბავი არ გაგხდის სასტიკს, არ გაქცევს იმად, რაც ჩვენ გგონივართ... 
დამერწმუნე პატიოსნება და სიმართლე შეიძლება ურმით მიჩანჩალებს, ხოლო მატყუარები რაკეტასავით დაქრიან, მაგრამ საბოლოოდ მიზანს სიმართლე აღწევს. დიახ სიმართლე და პატიოსნება შესაძლებელია და ეს სულაც არ არის ცინიკური გამონათქვამი. მჯერა აუცილებლად გამიგებ. ძალიან მიყვარხარ "