რამე არ მოგწონთ? დამცინავი ადამიანების ფსიქოლოგიაც გაშიფრულია
- 31/10/23
- 27018 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გუშინ ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე წარსდგა, ნამდვილად საამაყოა ქართველი, რომელიც ამხელა წარმატებას მიაღწევს, მაგრამ კომენტარებში ბევრმა ადამიანმა დამცინავად დაწერა, რომ ძალიან მორიდებულად დგას ხვიჩა... ამ ყველაფერს ბლოგერი გურამ სეროზია გამოეხმაურა და პოსტიც მიუძღვნა.
"ძალიან მშვიდად აგიხსნით:
ხვიჩა არის 22 წლის წალენჯიხელი (მეგრელი) ბიჭი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, აღარ ჩამოვთვლი მის მიღწევებს...
დამცინავი ადამიანების ფსიქოლოგიაც გაშიფრულია, მათ აგრესია არა, დახმარება სჭირდებათ! შეუძლებელია თავისუფალ, ბედნიერ, რეალიზებულ ადამიანს ვინმეს თრევის, დაცინვის და ღლიცინის სურვილი გაუჩნდეს... რამე არ მოგწონთ? არც ხართ ვალდებული, გაიარეთ, ჩვენც ბევრი რამე არ მოგვწონს, მაგრამ არავის გივარდებით...
მგონია, რომ სრულიად პროგრესული და მოაზროვნე ერი - ვთანხმდებით, რომ “დაცინვით” მხოლოდ დამცინავი კნინდება, ხვიჩა გააგრძელებს მიღწევებს და კიდევ უფრო შორს წავა... ამ ფოტოზე თუ ცოტა უხერხულად გრძნობს თავს - ეგეც არაფერი, შეეჩვევა და მეტად გაიხსნება.
ვეცადოთ ბევრად მნიშვნელოვანი, სასარგებლო და პროდუქტიული ადამიანები ვიყოთ, რომ ნეგატივის სურვილი აღარ გაგვიჩნდეს, თორემ დაცინეთ ჰა, ათი ჰაჰა-ს და თქვენივენაირი ფრენდების აპლოდისმენტების შემდეგაც ხომ მაინც იქ რჩებით, სადაც იყავით?))) ხვიჩაც იქაა, სადაც იყო და კიდევ უფრო მაღლა.
დავფიქრდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი..."