დღეს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს - პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან
- 01/11/23
- 25819 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პირველი ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ამბობს რომ ეს პერიოდი გზააბნეული მთვარის პერიოდია ამიტომ ზომიერად ფრთხილად უნდა ვიყოთ.
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან მაღალია თვალის აღების და ენერგოველის დაბინძურების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა - არ ღირს ეჭვიანობა, აგრესიის, გაღიზიანების გამოვლენა და პარტნიორისთვის უმიზეზოდ ცილის წამება.
ჯანმრთელობა - გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. მიირთვით ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტი, გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.
სიზმრები - დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შესაძლებლობების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები - იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და თხის რქას.