ბანკში ვმუშაობ... როცა აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო მაშინ გამოჩნდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში - სად გაქრა მომღერალი სალომე ტეტიაშვილი

რადიო ფორტუნამ მომღერალ სალომე ტეტიაშვილთან ისაუბრა და დაინტერესდა თუ რატომ აღარ ჩანს ის ეკრანებსა თუ მუსიკაში.
სალომე ტეტიაშვილი:
ჩემი გულშემატკივრები და გამომწერები ხშირად მეკითხებიან, თუ სად ვარ და ჩემი პასუხი ასეთია: იქ, სადაც, ალბათ, ყველა მომღერალია, რომელიც ოდესღაც ეკრანზე აქტიური იყო. ყველა მუდმივად ეკრანზე ვერ რჩება და ფართო ეკრანებიდან ჩრდილში ინაცვლებს. მუსიკა არ მიმიტოვებია, მაგრამ ისე აქტიური აღარ ვარ. ბანკში ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ და ალბათ, მეც, როგორც მომღერლების უმეტესობა, ძირითადად, წვეულებებსა და კორპორაციულ საღამოებზე ვმღერი. თუმცა, მაქვს სიახლეებიც. ბოლო დროს, იმ ძველი, ცნობილი სიმღერის, "უდარდელას", ახალი, სტუდიური ვერსია გავაკეთეთ, რომლითაც საერთოდ გამოვჩნდი. ველოდები მის გამოსვლას.
როგორც მომღერალი ამბობს ახლა თავს კარგად გრძნობს, რადგან საყვარელი ადამიანი ჰყავს გვერდით, რომელიც პანდემიის პერიოდში გაიცნო და მასთან უკვე 3 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.