რა ეღირება სტარლინკის უსწრაფესი ინტერნეტი საქართველოში

დღეს ილონ მასკმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ სტარლინკის უსწრაფესი ინტერნეტი ახლა უკვე საქართველოშია ხელმისაწვდომი, მაგრამ ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით სტარლინკის ინტერნეტი ძალინა ძვირი გამოდის

ინტერნეტის Residential package, ანუ სტანდარტული პაკეტის საფასური ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

საქართველოში აღნიშნული პაკეტის ღირებულება თვეში დაახლოებით 160 ლარი ღირს.

ამას გარდა, მოგიწევთ ერთჯერადი ხარჯის გაწევაც: 2015 ლარის ღირებულების (745 აშშ დოლარი) თანამგზავრული თეფშის სამაგრის, თეფშისა და ინტეგრირებული Wi-Fi როუტერის შეძენა.

მაგალითისთვის, სტანდარტული პაკეტის ღირებულება კანადის ჩრდილოეთით თვეში დაახლოებით 158 კანადური დოლარი ღირს. ნიგერიაში თვიური გადასახადი 42 დოლარია, მექსიკაში - 59 აშშ დოლარი და ა.შ.