პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემთ ინტერვიუს, მიშასთან ასოცირდებიო
- 02/11/23
- 25604 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეესპიკერი მანანა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელის აოქოს ბურთის დაჯილდოვებაზე გადაღებულ ფოტოსურათებს გამოეხმაურა და წერს, რომ ძალიან უხარია მისი წარმატება მიუხედავად იმ უსიამოვნო მომენტისა, რაც მათ გადახდათ.
ასევე დღეს მან განმარტება გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით და თქვა: ''სხვა რამეს რომ წერ და სულ სხვანაირად რომ გებულობენ რას ნიშნავს''
"ძალიან მიხარია, ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს ინტერვიუზე უარი საოცარი მიზეზით მითხრა, პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემთ ინტერვიუს, მიშასთან ასოცირდებიო... მაინც მიხარია. და წარმატებას კი არა, უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.
მარტო იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანაა იქ, სადაც თამაშობს... იმიტომ, რომ სასწაული მემართება, როცა ათასობით ადამიანი სტადიონზე კვარაცხელიას ყვირის... იმიტომ, რომ ემიგრაციაში მყოფი ქურდბაცაცა თანამემამულეების საპირწონეს დებს (დავაკონკრეტებ, საერთაშორისო მედიაში არ ხვდებიან ისინი, ვინც შრომობენ, შრომობენ და შრომობენ, მაგრამ ხვდებიან ისინი, ვინც ქურდობს და ყაჩაღობს).
იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უამრავი ბავშვისთვის მაგალითად და მოტივაციად იქცა... იმიტომ, რომ ნეგატივით სავსე ქვეყანაში ათასობით ადამიანს აბედნიერებს... და ობიექტურად თუ შევხედავთ, სულ არ იცის ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინაა მანანა მანჯგალაძე... აი, საერთოდ და ამაზე კიდევ უფრო მეცინება...
დარწმუნებული ვარ, იმ დროს, ბურთის გარდა, არაფრით ინტერესდებოდა... რა ქნას ახლა, აგენტი რომ ჰყავს ბნელი და კიდევ ვიღაცები ახლომახლო.
წარმატებები და გამარჯვებები. საუკეთესო წამები-წუთები, გოლები და თამაშები წინ არის!" - წერს მანჯგალაძე.