ბაბისგან გაიგო ჩემი ნომერი... ისეთი საჩუქარი მაჩუქა რომ
- 03/11/23
- 48692 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რამდენიმე დღის წინ მომღერალმა თათა გიორგობიანმა თავისი რჩეულის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მისი რჩეული ეკონომისტი კონსტანტინე მოსიძე გახლავთ. კონსტანტინე მოსიძის და მომღერლის ურთიერთობისა და გაცნობის შესახებ მომღერალმა პირველად გააკეთა საჯარო კომენტარი:
''ისე მოხერხებულად და ეშმაკურად შეძლო ჩემთან დაკავშირება. უცხო ნომრებს ზოგადად არ ვპასუხობს, არავის ვეცნობი. ბაბისგან გაიგო ჩემი ნომერი, ბაბის უთხრა, რომ ერთ-ერთ ბიზნესმენს საქმე აქვს და გასაუბრება უნდაო. მეც დავთანხმდი, შევხვდით ერთმანეთს იმ მიზეზით, თითქოს რაღაცაში უნდა დავხმარებოდი პიარის კუთხით, საუბარში მივხვდი, რომ ის მაშინ იქ საქმეზე სალაპარაკოდ საერთოდ არ იყო მოსული. მე ძალიან მომწონს განათლებული ადამიანები და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თავისი მანერებით, სიტყვა-პასუხით ძალიან მომეწონა და დავფიქრდი, მოახერხა იმდენიც, რომ მიწერ-მოწერაც გაგრძელდა. შემდეგ, თითქოს, საქმე ჰქონდა და ისეთი საჩუქარი მაჩუქა, რაც მიმანიშნებდა, რომ ჩემს სოციალურ ქსელებს ათვალიერებდა. ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ეს ადამიანი საფუძვლიანად ფიქრობდა ჩემზე. ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი, კარგად აღზრდილი და სამართლიანი ადამიანი იყო და მეც მოვიხიბლე... ყველას ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას" - ამბობს თათა გიორგობიანი.