მე და ნანუკა გულუა ნამდვილად აღარ ვმეგობრობთ... ის ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი იყო... ორივეს ჩვენ-ჩვენი სიმართლე გვაქვს - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თათა შარანგია და ნანუკა გულუა

ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ დღეს გაამხილა, რომ ასევე ტელეწამყვან ნანუკა გულუასთან აღარ მეგობრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა მას მაინც წარმატებებს უსურვებს, რადგან ის მისი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. როგორც თათია შარანგია ამბობს მას და ნანუკას თავისი სიმართლე აქვს და ამის გარკვევას მასთან აღარ აპირებს, ამ ეტაპზე ტელეწამყვანი არ აკონკრეტებს თუ რის გამო დაუპირისპირდნენ ისინი ერთმანეთს.

''მე და ნანუკა გულუა ნამდვილად აღარ ვმეგობრობთ, არ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს. ის ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი იყო. ალბათ ორივეს ჩვენ ჩვენი სიმართლე გვაქვს, რომლის გარკვევასაც მე ნამდვილად აღარ ვაპირებ''