ხომ იცოდა თამაზ გინტურმა, იმ დაკეტილ სალოცავთან რომ იოლი სამიზნე იქნებოდა...
- 07/11/23
- 20971 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მწერალი გიორგი კეკელიძე გუშინ მომხდარი სამწუხარო და აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ წერს, რა დროსაც შიდა ქართლში, ერთ-ერთ სოფელში მოსალოცად ასული თამარ გინტური ლომისის ეკლესიასთან რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.
"ხომ იცოდა თამაზ გინტურმა, იმ დაკეტილ სალოცავთან რომ იოლი სამიზნე იქნებოდა?
ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?
ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?
ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ სიკვდილით გაუსწორდებოდნენ, მაშ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?
ხომ იცოდა მიხელ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ - რაღატომ შეუბრუნა ბერიას სიტყვა?
და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ჩვენებური ბოლო?
ვაჟა-ფშაველამ ხომ იცოდა, რომ იმ ბნელ მოსახვევში, დაჭრილს ყვავ-ყორნები ეომებოდნენ?
დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა?
თევდორე მღვდელმა?
იცოდნენ. და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით და ნაცადი რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?
და მე გპასუხობთ – იცოდა."