თვალების და ცხვირის პლასტიკა გავიკეთე... დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება... მოგებული ბინა გავყიდე და სხვა ბინა ვიყიდე ვაკეში
- 09/11/23
- 39869 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ თვალებისა და ცხვირის პლასტიკა გაიკეთა, ამის სესახებ თავადვე ისაუბრა, ასევე ''პრაიმჰაუსში'' მოგებული ბინა გაყიდა და ახალი ბინა იყიდა ვაკეში:
''რამდენიმე დღეა, გავიკეთე თვალის თიაქარის ოპერაცია. ბევრი წელია, მინდოდა თვალის ქვემოთ არსებული ბალიშების, წ.ე. დაღლილი თვალების ეფექტის მოშორება. ტელევიზიაში როცა მუშაობ, ასეთი დეტალები ძალიან ცუდად ჩანს. არც მე მომწონდა და ყოველთვის, როცა სარკეში ვიყურებოდი, დისკომფორტს მიქმნიდა.
რაც შეეხება ცხვირს, დეფორმაცია ჰქონდა ბოლო წლებში მიღებული და ესეც გავისწორე. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ვისთან გამეკეთებინა და გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ.
მართალია, რომ ახალი ბინა იყიდეთ?
კი. "პრაიმ ჰაუსში" მოგებული ბინა გავყიდე, ფული დავამატე და ვიყიდე სხვა ბინა, რომლის რემონტის პროცესში ვარ. პატარა ბინაა ვაკეში. ვიცი, ამაზეც დაიწყებენ ლაპარაკს, მაგრამ მინდოდა, ისეთ უბანში მეყიდა, სადაც ყველა ჩემი მეგობარი ცხოვრობს. მთავარი მოთხოვნა მქონდა, რომ ბინა ყოფილიყო ძველ კორპუსში. ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი ვაკეს მოიცავს, სამეგობროც აქ მყავს და ამიტომ ავირჩიე ეს უბანი. ამასთანავე, აღარ მინდა, დრო დავკარგო მანქანის ტარებაში. ისეთი საცხოვრებელი ადგილი მინდოდა, სადაც შევძლებდი ფეხით მოძრაობას...
ცნობილი გახდა, რომ შეყვარებული ხართ... ახალ სახლში იქნება თქვენი დიასახლისიც?
კი, ყველაფერი ასეა, მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნამდვილად ვარ შეყვარებული...''