ეს მარიამ მამულაშვილია... მამულაშვილი კია, მაგრამ ჩათვალეთ რომ გვარი არ დამიწერია... მე გამოვიყვანე სამშობიაროდან
- 10/11/23
- 66392 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს თავის ნათლულზე და ამბობს, რომ ის მისი სვილივით გახლავთ, რომ ის მისი შვილის საუკეთესო მეგობარი და მისი ნათლულია, რომელიც უკვე ოჯახს ქმნის.
''ეს მარიამ მამულაშვილია!... არა! მარიამ მამულაშვილი კია, მაგრამ, ჩათვალეთ, რომ გვარი არ დამიწერია!.. მარიამია! უბრალოდ მარიამი! ჩემი მარიამი! ახლა უკვე 24 წლის!
... და, გაგიმხელთ, ცხადია მის დედ-მამასთან ერთად, ის მე გამოვიყვანე ჩაჩავას სამშობიაროდან 1999 წლის მარტში...
... და, იმასაც ვიტყვი, რომ აი, ჩემს თვალწინ გაიზარდა ჩემი ნათლული! ყველგან! ყველა მოსახვევში!
მარიამი ჩემი შვილის - ლიზას საუკეთესო მეგობარი ხომ არის და... წლებია, ჩემი მეგობარიცაა! ერთგული! მარადიული!
ჰო! მე მის შესახებ ყველაფერი ვიცი! ყველა მისმა ფიქრმა და აღმართმა ჩემს თვალწინ გაიარა! ყველა მისი სიხარულის თანაზიარი ვარ! რამდენჯერაც თავზე დამხტომია, იმდენი სიხარული მას და, რამდენჯერაც ხელში ამიყვანია, იმდენი სიხარული მის დებს - ქეთის და ანასტასიას! აგრეთვე ჩემს შვილებს - უპირველესად ლიზას და ლილესაც! რომელიც პატარაა და არც იცის, ვინაა ჩემთვის მარიამი!
მოკლედ, ათი თვე რომ ვერ ვნახო ან ათი წელი, ისე... ისე... ისე ვიკრავ გულში, როგორც ჩემსას! მარადჩემსას!
მან იცის, რომ მეგულება!
მან იცის, რომ ვეგულები!
ჰოდა, ეს მაგარი და მებრძოლი გოგო დღეს ოჯახს ქმნის!..
და, ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ მაინც - ბედნიერება მისურვებია მარ! დიდგულიანო ჩემო! დიდი ბედნიერება!''