დღეს, 13 ნოემბერს, თბილისის დროით 13:28 წუთზე.... სწორად ჩაუთქვით სურვილი - ასტროლოგი ხათუნა ნოელი განცხადებას ავრცელებს
- 12/11/23
- 77471 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ასტროლოგი ხათუნა ნოელი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხვალ თბილისის დროით 13:27 წუთზე ახალმთვარეობაა, რა დროსაც სურვილები უნდა ჩავუთქვათ რომ აგვისრულდეს.
ნოემბრის ახალმთვარეობა
ხვალ, 13 ნოემბერს, თბილისის დროით 13:27 -ზე მორიელის 21-ე გრადუსზე მზისა და მთვარის ზუსტი შეერთება იქნება. სწორედ ამ მომენტში ‘’იბადება’’ახალი მთვარე, რომელიც არის მომასწავებელი ცხოვრების ახალი ფურცლის გადაშლის და ახალი ციკლის დასაწყისის...მორიელი ისედაც რთული ნიშანია და ისიც ჩვენგან ცვლილებებს ითხოვს, მითუმეტეს ახლა, მზისა და მარსის შეერთების ფონზე, ახალ ორწლიან პროგრამას ეყრება საფუძველი.ახალა არის დრო მიზნების დასახვის, თუ რისი მიღწევა გვინდა, რა გვსურს რომ ხელში გვეჭიროს ორი წლის თავზე...
ახალმთვარეობა საკმაოდ დაძაბული ასპექტების ფონზე ჩაივლის. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მასთან შეერთებაში მოდის მარსი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე გრადუსის მოშორებით, იქვე ღრიანკალში იმყოფება; ასევე ოპოზიციები კეთდება კუროში მყოფ ურანთან და იუპიტერთან; თევზებიდან კი სატურნი უკეთებს კვადრატურას.
ყველაფერმა ამან შესაძლოა ბევრს გაუჩინოს აქტიური ქმედების მოთხოვნილება, მაგრამ შესაძლებლობები ან არ იქნება, ან დაგეგმილი ამბები სრულიად ქაოტურად წავა. აირევა. დაძაბულობა, რომელიც შიგნით გროვდება, ყოველთვის ცდილობს გარეთ გამოღწევას, შედეგად კი ადამიანებში იმატებს აგრესია, რევოლუციური, მეამბოხე განწყობები. არსებულის შეცვლის სურვილი. ზოგადად, ცვლილებების მოთხოვნილება ძალიან მაღალი იქნება მინიმუმ მთვარის მომდევნო ფაზამდე მაინც ანუ სავსემთვარეობამდე.
საბედნიეროდ მთელ ამ დაძაბულობას აქვს განმუხტავი წერტილიც- ეს არის ნეპტუნი, რომელიც ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის მთვარესთანაც, მზესათანაც, მარსთანაც და ურანთანაც..... კონფიგურაცია, რომელიც ნეპტუნის მეშვეობით იკვრება ასტროლოგიაში ცნობილია სინთეზური სამკუთხედის ან ნახევრად აფრის სახელით. აფრა კი, თუნდაც ის მხოლოდ ნახევარი იყოს, იძლევა საშუალებას გამოვცუროთ სახიფათო ადგილებიდან. მთავარია საამისოდ გონიერება გვეყოს. ანუ პირიქით იქ არ შევტოპოთ, სადაც საჭირო არაა.
რისკენ მოგვიწოდებს ნეპტუნი? ის ითხოვს ჩვენგან ჩავრთოთ ინტუიცია, მოვუხმოთ ცხოვრებისეულ სიბრძნეს, გამოცდილებას, დავეყრდნოთ კოლექტიურ ძალას, ვეძებოთ მონათესავე სულები, გავერთიანდეთ, გავცეთ სიკეთე, ვიყოთ ჰუმანურები ერთმანეთის მიმართ.... წინააღმდეგ შემთხვევაში მორევი მოგვერევა. შურის, ბოღმის, ზიზღის, აგრესიის მორევი.
სურვილების ჩათქმის დროა ახალმთვარეობაო... მოდით პირადს ამჯერად მაინც ნურავინ ჩავუთქვამთ. მოდით, ჩვენ ყველამ, ვისაც ეს პოსტი თვალში მოხვდება, ერთმანეთს სიკეთე ვუსურვოთ... სასიკეთო ცვლილებებს გისურვებთ მეც...