ბევრი ამბობს მამაო გახდა ლუკაო... ვიცხოვრე შეცდომებით დაცემით თუ აღმასვლით... ამიტომაც ვარ ასე და თვალცრემლიანი...

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იმ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რომ ის მამაო გახდა. ამის სსახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა როცა მისი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, სადაც ლუკა კურტანიჯის იმიჯი მამაოს იმიჯს ჰგავდა.
"ბევრი ამბობს ... მამაო გახდა ლუკა.... მე უბრალოდ ლუკა ელდარი კურტანიძე ვარ ერთი ცოდვილი ქართველი რომელსაც სამშობლო საქართველოსთვის ვიცხოვრე ,შეცდომებით, დაცემით თუ აღმასვლით მაგრამ მხოლოდ მისთვის!მე ღვთისმსახურთა მტვრადაც არ ვღირვარ მაგრამ ჩვენი სამშობლო ხატია ჩემთვის... ამიტომაც ვარ ასე და თვალცრემლიანი ვმადლობ უფალს იმ გზისთვის რომელიც დღემდე გამომატარა! აქ კადრში არის უდიდესი მსოფლიო დონის მწვრთნელი მაგამედ გუსინოვი უამრავი მსოფლიო ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელი,ჩვენი სამშობლო საქართველოს დიდი მეგობარი და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უღალატო მეგობარი..." - წერს ლუკა კურტანიძე