ვაიმე ეს რა გავიგე... თურმე ბოლო სამი წელია დედაჩემი ხელოსანს იძახებდა... ისიც ასე თავხედურად მოდიოდა... ხო მილიანერების ოჯახი ვართ

ბლოგერი გურამ შეროზია თავის გამომწერებს სახალისო ამბავს უზიარებს თავის ოჯახთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა შეროზიას დედა გაზის გამათბობლის ჩასართავად ხელოსანს იძახებდა რაშიც ფულს უხდიდა, ამასთან დაკავშირებით კი ბლოგერმა ძალიან კარგად იხუმრა.
"ვაიმე ეს რა გავიგე!  შემცივდა და გათბობის ჩართვის დროამეთქი ჩავილაპარაკე. ახლავე დავურეკავ ხელოსანსო დედაჩემმა. მეთქი რაის ხელოსანი, გავედი, ქვაბზე ღილაკს ხელი დავაჭირე და გათბა სახლიც.
თურმე ბოლო ლამის სამი წელია, დედაჩემი ხელოსანს იძახებდა ყოველ ჩართვა-გამორთვაზე და ისიც ასე თავხედურად მოდიოდა და ღილაკზე ორ წამიანი ხელის მიჭერაში 30 ლარს იღებდა (შეიძლება მეტსაც, მაგრამ დააკლო დედაჩემმა შესაძლოა, ჩემი გაოგნებული სახე რომ დაინახა) 
ხო milianerebis ოჯახი ვართ რავი, ნათურის ამნთებსაც გამოვიძახებთ ხოლმე და რომ გადაიწვება მოხსნა-გამოცვლაშიც გადავიხდით, რა გვენაღვლება?! "