უმძიმეს დღეებს გავდივარ... არაფრის ხალისი არ მაქვს... ასეთი უსუსური მხოლოდ ერთხელ ვიყავი ცხოვრებაში როცა მამა გარდამეცვალა

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ამბობს რომ მას ამჟამად უმძიმესი დღეები აქვს და მისი პასიურობაც სოციალურ ქსელში ზუსტად ამ ამბავს უკავშირდება, რადგან უახლოესი მეგობარი დაკარგა.
მეგობრებო ცხადია გადაცემა "კუნძულის" ფინალზე ვრცლად დავწერ ყველაფერს. ჩემი ეს დუმილი სოციალურ ქსელში განპირობებულია ერთადერთი მიზეზით, დავკარგე უახლოესი მეგობარი. ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალება ჯერ კიდევ კარგად გააზრებული არ მაქვს. უმძიმეს დღეებს გავდივარ. არაფრის ხალისი არ მაქვს. ასეთი უსუსური მხოლოდ ერთხელ ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა.