კომპანიებო, მაღაზიებო, მოეშვით ყალთაბანდობას
- 17/11/23
- 8712 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ფოტოგრაფი და ხელოვნების მუშაკი გოგა ჩანადირი ქართული შავი პარასკევის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ქართველები მის მნიშვნელობასაც კი არაზუსტად იყენებენ. ასევე პრეტენზიას გამოთქვამს იმ კომპანიებისა და მაღაზიების მისამართით, რომლებიც ერთი კვირით ადრე ფასთა ზრდას, ხოლო პარასკევისთვის ვითომ ფასკლებას აკეთებენ.
"ჯერ შავი რა არის ამ პარასკევში და მერე თავად მის მნიშვნელობასაც როგორ არაზუსტად იყენებენ საქართველოში.
მაგალითად, დასავლეთში ნამდვილად სერიოზულია პარასკევის ფასდაკლებები. ჩვენთან, უმეტესად 10-20 პროცენტია. ასევე, აქ წინა დღეებში ფასს მაღლა სწევენ და პარასკევის დღებში ვითომ აიაფებენ, ძველ ფასად ჰყიდიან.
დასავლეთში შავი პარასკევის ფასები 1 კვირაც კი გრძელდება. ჩვენთან ძალიან ცოტა აკეთებს ამას.
სიტყვა "შავი" ფასდაკლების ან მხიარული პარასკევის სახელით რომ შევცვალოთ, არა?
ქართულად მძიმედ ჟღერს შავი.
კომპანიებო, მაღაზიებო, მოეშვით ყალთაბანდობას და პარასკევი აქციეთ ნამდვილ ფასდაკლებად."