ქართველ მოჭადრაკეთა წარმატება ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს პრიზიორი ნანა ძაგნიძე
- 24/09/24
- 510 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
უნგრეთმა 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. ტურნირზე ინდივიდუალურ პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ათეულში შეძლო გასვლა და დამსახურებული მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებმა კი მე-19 ადგილი.
აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში, მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის - ფიდეს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი
საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა. ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები დასახელდა, სპეციალური პრიზით კი დაჯილდოვდა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი.