დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 2 ოქტომბერი
- 02/10/24
- 919 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თხის რქა
მოერიდეთ საქმიან გარჩევებსა და კომუნიკაციებს პარტნიორებთან. დღეს სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ და სამომავლოდ უფრო დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ ძველი შეცდომების გამოსასწორებლად.
მერწყული
გამოიყენეთ დღევანდელი დღე ძველი დაპირებების შესრულებისა და ხარვეზების გამოსასწორებლად. მოაგვარეთ და დაალაგეთ ურთიერთობები. სამსახურში თქვენი მდგომარეობა უმჯობესდება.
თევზები
ნუ გაამხელთ თქვენს მიზნებს, აკონტროლეთ აზრები და ქმედებები. შესაძლოა, გაგახაროთ ახალმა საქმიანმა წინადადებამ, კარგად გაეცანით თითოეულ პუნქტს, პირობებს და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას.
ვერძი
თქვენი ახალი მდგომარეობა უფრო პროდუქტიულად გამოიყენეთ, ახლა საშუალება გაქვთ, გარემომცველი სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. შესაძლოა, ახალი შემოსავლის წყაროც გაგიჩნდეთ.
კურო
შეეცადეთ, თქვენი აზრები და შეხედულებები თავს არ მოახვიოთ კოლეგებს, რადგან ამან შესაძლოა გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია შექმნას. ოჯახში პოზიტიური ატმოსფერო დადებით ზეგავლენას მოახდენს თქვენს გუნება-განწყობაზე.
ტყუპები
სასურველია, საქმიან საკითხებთან ერთად გაიხსენოთ პირადი ცხოვრებისეული გეგმები. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ხელიდან არ გაუშვათ შესანიშნავი შანსები. სამყარო ახალ პერსპექტივებს გთავაზობთ. ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეთ მეგობრების იმედი.
კირჩხიბი
ურთიერთობებში დიდად წაგადგებათ დიპლომატია და თავდაჯერებულობა. შესაძლოა, ახლა აღმოაჩინოთ თქვენს გარემოში ის, რასაც ადრე ვერ ამჩნევდით ან გვერდს უვლიდით. ნუ იქნებით ზედმეტად თავმდაბალი და მიიღეთ ახალი შემოთავაზებები.
ლომი
თქვენი ავტორიტეტი იზრდება. ყველა გულისყურით გისმენთ და იღებს თქვენს რჩევებს. თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნუ წამოიკიდებთ მხრებზე სხვების პრობლემებს. ასევე ნუ დაივიწყებთ რომ კონკურენტები და მოშურნეები თვალს გადევნებენ.
ქალწული
იმოქმედეთ გონივრულად და დამაჯერებლად. გაამყარეთ თქვენი აზრი არგუმენტებით. ყველაფერს მშვენივრად გაუმკლავდებით, რაც ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით და საკუთარ თავსაც მეტად დააფასებთ.
სასწორი
ნუ აჰყვებით ეჭვებს, შეაფასეთ სიტუაცია ფხიზელი, ცივი გონებით. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს მიღებული ინფორმაციიდან და შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საქმეების წარმოებისგან.
მორიელი
შესაძლოა, სწორედ ახლა მიიღოთ თანხა, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. სასიკეთო ცვლილებები თქვენს ფინანსურ საკითხებში გზას გაგიხსნით სურვილებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციისკენ.
მშვილდოსანი
დროებით გაერიდეთ რთულ სიტუაციებს, რათა ირგვლივ მეტი გაუგებრობები არ წამოიჭრას. არის ალბათობა, ფინანსურ საკითხებში გარკვეული პრობლემები წამოიჭრას. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ საკითხს.