გოგონას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ სამხატვრო აკადემიან კომენტარი გააკეთა

სამხატვრო აკადემიის აივნიდან გოგო გადავარდა და დაიღუპა. მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ოჯახს უსამძიმრებს სამხატვრო აკადემია. 

მათ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ: "თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აკადემიაში მომხდარი ტრაგედიის - პირველ ოქტომბერს სამხატვრო აკადემიის ეზოში გოგონას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს." 

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.