მტკვარში ბორანი გაიჭედა. ბორანზე ორი ადამიანი იმყოფება...

თბილისში ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში ბორანი გაიჭედა. აცხადებენ რომ ბორანზე ორი ადამიანი იმყოფებოდა მაგრამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბორანის გაჭედვის მიზეზი აღნიშნულტერიტორიაზე მდინარის არასაკმარისი სიღრმე გახდა. 

ამ დროისთვის სამაშველო სამსახური გამოყვანის სამუშაოებს ასრულებს.