დიეტის წინააღმდეგი ვარ... წელიწადში ორჯერ მაინც ვიკეთებ მასაჟებს... ბევრჯერ მომისმენია როგორ ქილიკობენ ახალგაზრდები
- 03/10/24
- 629 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალ სარკესთან მიცემულ ინტერვიუში მანანა თოდაძემ ახალგაზრდებსა და მოხუცებს შორის ურთიერთობაზე ქუჩაში და აღნიშნა რომ სამწუხაროდ ბევრჯერ მოუსმენია ისეთი რამ თუ როგორ ქილიკობენ ახალლგაზრდები მოხუცებზე... ასევე მან ისაუბრა იმაზე თუ როგორ უვლის თავს და აღნიშნა, რომ დიეტების წინააღმდეგია.
"მარტო გენეტიკა ვერ გიშველის, თუ არ მოუარე თავს. კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც ძილს. კარგად თუ ვერ გამოვიძინე, თავს სრულყოფილად ვერ ვგრძნობ. წელიწადში ორჯერ მაინც ვიკეთებ მასაჟებს და როცა ვახერხებ, დავდივარ საცურაო აუზზე. დიეტის წინააღმდეგი ვარ. აწვალო საკუთარი ორგანიზმი? არავითარ შემთხვევაში. ფორმაში ყოფნისთვის სასურველია ცურვა..."
"ბევრჯერ ჩემი ყურით მომისმენია, როგორ ქილიკობენ ახალგაზრდები ხანში შესულ ადამიანებზე. ბევრ ახალგაზრდას ავიწყდება, რომ თვითონაც შევლენ ასაკში და იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუ არა უარესში…"