5 ოქტომბერი. დღის ასტროლოგიური პროგნოზი
- 04/10/24
- 909 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი
ნებისმიერ სფეროში, სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ. სასურველია, მოერიდოთ მნიშვნელოვან საქმეებს და მხოლოდ წვრილმან, ყოფით საკითხებზე გადაერთოთ.
კურო
სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებების დაგეგმვა მოგიწევთ, თუმცა, შესაძლოა, ყოველგვარი ქმედებების გარეშე, აისრულოთ დიდი ხნის ოცნება. ელოდეთ სასიამოვნო მოულოდნელობებს.
ტყუპები
შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. ვიღაცისთვის ადრე გაწეულმა სამსახურმა და მხარდაჭერამ შესაძლოა, სწორედ ახლა გამოიღოს ნაყოფი.
კირჩხიბი
მატერიალურ საკითხებში აქტიურობისთვის კარგი დროა, სასიკეთო და სარგებლიანი იქნება ახალი ფინანსური წყაროების მოძიება. შესაძლოა, მიიღოთ ფული, რომელსაც არ ელოდით.
ლომი
დღეს, უჩვეულო ვითარებაში, შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან საგამოფენო დარბაზში. დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.
ქალწული
დღევანდელი ვარსკვლავების განლაგება დიდი იმედებისა და მყუდროების მომტანი იქნება თქვენს ცხოვრებაში. განამტკიცეთ ოჯახური ურთიერთობები, გაიხსენეთ თქვენი „ფესვები“, საგვარეულო ტრადიციები - ეს მეტად სასიკეთო იქნება თქვენთვის.
სასწორი
სასიკეთო დღეა, შეგიძლიათ, ყველა მიმართულებით თამამად იმოქმედოთ, ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ განტვირთვა აუცილებელია.
მორიელი
სასიყვარულო სფეროში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი, შესაძლოა სტატუსის შეცვლა, სასიხარულო მოვლენები, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არის ტრავმულობის ალბათობა.
მშვილდოსანი
შესაძლოა, დაუგეგმავად შეხვდეთ თქვენთვის საძულველ ადამიანს. იყავით თავშეკავებული, ემოციები გააკონტროლეთ და ყველაფერი კარგად იქნება. შეეცადეთ, განმარტოვდეთ.
თხის რქა
განმარტოების სურვილით ხართ მოცული, ფიქრებისა და დასვენების, სიზმრების თუ ილუზიების სამყაროში დარჩენას არჩევთ. უმჯობესია, დაისვენოთ და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ.
მერწყული
გამოიყენეთ დრო ახლობლებთან კონტაქტებისთვის, შეხვდით, დაგეგმეთ მათთან ერთად ახლო მომავალი, გაისეირნეთ ან ეწვიეთ გასართობ დაწესებულებებს.
თევზები
შეეცადეთ, ენას კბილი დააჭიროთ და არ გათქვათ თქვენი საიდუმლო. მოიძიეთ მხარდამჭერები და თანამოაზრეები, იმოქმედეთ დინჯად და სტრატეგიულად.