ევაკუაცია თბილისის სკოლებში. ჩაშლილი სასწავლო პროცესი
- 07/10/24
- 474 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სასწავლო პროცესი დღეს თბილისის რამდენიმე სკოლაში შეწყდა. ევაკუაციაა ევროპულ სკოლასა და ქართულ – უკრაინულ სასწავლო დაწესებულებაში.
ერთ-ერთი ვერსიით შენობებში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც ადმინისტრაციებმა საგაკვეთილო პროცესიდან ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
ევაკუაცია გამოცხადდა ასევე, თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.
ამ წუთებში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია. ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.