პოლონეთში დაკავებული ქართველი მოქალაქეები. რა ბრალდებებით დააკავეს ისინი

პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 43 წლის ქართველს მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, თანამზრახველობისთვის კი, მეორე 39 წლის ქართველია დაკავებული.43 წლის კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება. 

პოლონეთის პოლიცია ავრცელებს კადრებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ მიდის ქართველი მანქანისკენ, სადაც ახალგაზრდა წყვილი ზის და მათი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით ისვრის. 

სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს 3 თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.