ილონ მასკმა დღეს რობოტი-ტაქსი Cybercab წარადგინა
- 11/10/24
- 748 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კალიფორნიაში, პრეზენტაციაზე რობოტი-ტაქსი წარადგინა.
TechCrunch-ი წერს, რომ ტაქსის არ აქვს საჭე და სატერფულები, მისი კარები კი ფრთებივით იშლება. სალონი მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი, მათ წინ კი სენსორული ეკრანია გალაგებული.
Cyberсab-ის ღირებულება 30 ათას დოლარზე ნაკლებია. მასკი ვარაუდობს, რომ ტაქსის წარმოება 2026-2027 წლებში დაიწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ სრულად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ადამიანის მიერ მართვადი ავტომობილები.
Cyberсab-ის გარდა მასკმა წარადგინა ავტონომიური ფურგონი Robovan-ი, რომელსაც 20-მდე ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მისი ღირებულება და წარმოების თარიღი არ დაზუსტებულა.