სამ კილოგრამამადე არადეკლარირებული ოქრო, სარფის საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცერმა ეჭვების საფუძველზე მოახდინა მოქალაქის ავტომობილის დეტალური ჩხრეკა, რის შედეგადაც სალონში არსებულ სათავშოში აღმოაჩნა ორ შეკვრად დაფასოებული 2,600 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 350,723 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ. ,,სარფში" 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 67 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 1 401 119 ლარი შეადგინა.