გაფრთხილება მოსალოდნელი სეტყვის შესახებ სინოფტიკოსებისგან
- 14/10/24
- 665 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს, დღის მეორე ნახევარში ამინდის გაუარესებას იუწყება.
მათი ინფორმაციით 14 ოქტომბერს იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე მოსალოდნელია სეტყვა და ელჭექი. ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოში მდინარეებზე წყლის დონის მატება.
მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების წარმოშობაა შესაძლებელი მთიან ზონებში.