გორში ქალი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

გორში 60 წლამდე ასაკის ქალი ქუჩაში ცუდად გახდა და დაიღუპა.

შემთხვევა სტალინის გამზირზე, სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდის'' წინ მოხდა. 

ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციელები და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები.

მათი ცნობით, ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

მიმდინარეობს მოკვლევა.