მაშველებმა სახლის სართულებს შორის გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მთაწმინდაზე, თაბუკაშვილის 45 ნომერში, საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულებს შორის გაჭედილი კნუტი გამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებს ჩააბარეს. ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.

სააგენტო განცახებაში მიმართავს ხალხს_ „განსაცდელში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე 032 2 421 424“,