მარსზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენის შანსები გაიზარდა. ახალი კვლევები

მარსის ზედაპირზე, გაყინული წყლის ქვეშ შეიძლება მიკრობები ცხოვრობდნენ. მეცნიერები ამ დასკვნამდე მივიდნენ NASA-ს ახალ კვლევაში.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მზის შუქის რაოდენობა შეიძლება საკმარისი იყოს ფოტოსინთეზის გასააქტიურებლად. მეცნიერებმა ამის გარკვევა კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით შეძლეს.

აღნიშნულია, რომ დედამიწის ყინულის შიგნით წყლის მსგავსი აუზები, ფაქტობრივად, სავსეა სიცოცხლით. საუბარია ბაქტერიებსა და მიკრობებზე, რომლებიც ენერგიას ფოტოსინთეზიდან იღებენ.

გამოცემა წერს, რომ მარსზე ორი სახის ყინული არსებობს: გაყინული წყალი და გაყინული ნახშირორჟანგი. ბოლო კვლევაში, მეცნიერებმა დაათვალიერეს წყლის ყინული, რომლის დიდი მოცულობები წარმოიქმნა თოვლისა და მტვრისგან. 

ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ მარსზე მტვრიანი ყინული იძლევა საკმარისი შუქის საშუალებას, რათა მოხდეს ფოტოსინთეზი სამ მეტრამდე სიღრმეზე.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ SpaceX-ის რაკეტის წარმატებით დაშვებამ დააახლოვა ადამიანის მოგზაურობა მარსზე.