საშემოდგომო "ყვავილების გამოფენა" ბოტანიკურ ბაღში
- 01/11/24
- 781 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „ყვავილების გამოფენა’’ უკვე მესამედ იმართება.
გამოფენის დათვალიერება: 1, 2 და 3 ნოემბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან, ქრიზანთემების 100-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიშია წარმოდგენილი, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია.
დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნება. „ყვავილების გამოფენაზე“ თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საშემოდგომო გვირგვინების, ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.