შეცდომები, რომლის გამოც სამსახურს დაკარგავთ

ბრიტანელმა სოციოლოგებმა იმ შეცდომათა სია შეადგინეს, რომელთა გამოც როგორც ქალები, ისე მამაკაცები ხშირად კარგავენ სამსახურს. მაშ ასე, თუკი არ გინდათ, რომ თქვენი მისამართით გაიგოთ სიტყვები: „თქვენ გათავისუფლებული ხართ სამსახურიდან!“ გაითვალისწინეთ შემდეგი:

1. თავი შეიკავეთ რეპლიკებისა და მოსაზრებებისგან იმის შესახებ, რომ კოლექტივს ან ხელმძღვანელობას „რაღაც აკლია.“

2. ნუ გაიჩენთ მეგობრებს ისეთ კომპანიაში, სადაც ძლიერი კონკურენციაა.

3. თავი დაანებეთ სამსახურში სოციალურ ქსელებში ძრომიალს, სისტემის ადმინისტრატორს თქვენი გამოჭერა ადვილად შეუძლია. ნუ დაიმახსოვრებთ სამუშაო კომპიუტერზე პირადი ფოსტის პაროლს, თქვენი პირადი წერილები რომელიმე ჭორიკანა კოლეგამ რომ არ წაიკითხოს და შეძლებისდაგვარად ყოველდღე გაასუფთავეთ ზედმეტი ინფორმაციისგან თქვენი კომპიუტერი.

4. ნუ დაიწყებთ ახალი სამუშაოს ძებნას იმ დროს, როცა უკვე გაქვთ მუდმივი სამსახური. სამუშაო კომპიუტერიდან CV-ის გაგზავნას სხვა ორგანიზაციაში თქვენი ხელმძღვანელობა ნამდვილად არ აღიქვამს კარგად.

5. ნუ გადააჭარბებთ თქვენს უფლებამოსილებას. მაგალითად სწორი არ იქნება სამსახურის მანქანით სარგებლობა მაშინ, როცა სილამაზის სალონში ან დიდი ხნის უნახავ ნათესავ–მეგობრებთან მიგეჩქარებათ.

6. ნუ გააბამთ რომანს ხელმძღვანელ პირთან, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თქვენი უფროსი დაოჯახებულია.

7. უფროსთან შეუთანხმებლად ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ყოველთვის დაელოდეთ მის ხელმოწერას ან თანხმობას.



წყარო