როგორ მოქმედებს სოციალური ქსელი ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე?
- 2014-02-08 12:36:31
- 6004 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ამ კითხვაზე პასუხი კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა გასცეს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ოჯახურ მდგომარეობაზე, ასევე, ს
აკუთარ გვერდზე ატვირთული ოჯახური ფოტოები საგრძნობლად ამყარებს ცოლქმრულ ურთიერთობას. განსაკუთრებით მყარია ის ოჯახი, რომლის წევრსაც სოციალური ქსელის მთავარ ფოტოდ ქმართან (ცოლთან) ერთად გადაღებული სურათი უდევს.ასეთი დასკვნა გამოიტანეს სპეციალისტებმა მას მერე, რაც სოციალური ქსელების გათხოვილი და დაქორწინებული მომხმარებლების პირადი გვერდები შეისწავლეს.
სოცქსელის იმ მომხმარებლების დიდმა ნაწილმა, ვისაც ოჯახური ფოტოები ჰქონდა პირად გვერდზე გამოქვეყნებული, აღიარეს, რომ ბედნიერები არიან ქორწინებაში.