ბერა და ქართველები ჰოლივუდში - რა მოხდა რეალურად

„უშუალო, გულწრფელი და ძალიან საყვარელი ბიჭია“
ამერიკაში გადაღებულ ქართველი მსახიობებისა და ბერას ფოტოს სხვადასხვა ვერსია მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით ბერამ „მანდარინების“ შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლა. თუმცა, როგორც ირკვევა პირიქით მოხდა და ბერა თავად მივიდა სტუმრად მათთან.
ამის შესახებ კინოცენტრის „დესპანი“ ნინია ახვლედიანი მოგვითხრობს - „უშუალო, გულწრფელი და ძალიან საყვარელი ბიჭია“- ასე ახასიათებს ის ბერას.

ნინია ახვლედიანი: ბერა მიშა მესხს აეროპორტში დახვდა და მან წაიყვანა სასტუმროშო. მიშა და ბერა მეგობრობენ. ამიტომ როცა მიშა ასე გაწვალდა მგზავრობისას, ბერამ უპატრონა. მერე ყველანი ერთად ვიყავით მხატვარ ნანუკა ჩიჩუასთან , რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, და აქვს ულამაზესი სახლი ოკეანის სანაპიროზე, სადაც ძალიან ბევრი ავთერ ფართი გვქონდა ამ დღეების განმავლობაში.
ერთ-ერთი ამგვარი ფართის დროს ბერაც გვეწვია. თავის ორ მეგობართან ერთად. მეც მაშინ გავიცანი, უშუალო, გულწრფელი და ძალიან საყვარელი ბიჭია, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მერე ყველამ ოკეანის სანაპიროზე გავისეირნეთ და რამდენიმე ფოტოც გადავიღეთ. ეს ფოტოები გავრცელდა ინტერნეტსივრცეში.


წყარო