ნინი ცნობილაძე ჩიკაგოელ ქართველზე გათხოვდა
- 2015-03-03 09:17:31
- 1863 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„ერთი დღე რომ ვერ ვხედავ, მგონია, რომ დიდი ხანი გავიდა. სხვანაირი დილები თენდება“ - ამბობს ნინი ცნობილაძე.
ნინი ცნობილაძე უკვე 6 თვეა გიორგი ალავიძესთან ერთად ცხოვრობს. გიორგი ყოფილი ფეხბურთელია და ციკაგოში ცხოვრობს. ყველაფერი კი 4 წლის წინ დაიწყო.
„ახალ ხმამდე“ ნინიმ მეგობრებთან ერთად ბენდი გააკეთა და მეგობრის ბარში მღეროდა. ნინის მეგობარი გიორგის ნათესავი „აღმოჩნდა“. სწორედ იქ, სიმღერისას გაიცნო მომავალი საქმრო ნინი ცნობილაძემ.
ნინი: მაშინ ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა. გიორგი მოვიდა და გამეცნო.
გიორგი: ნომერი არ მომცა. მერე „ფეისბუქზე“ „დავუმეგობრდი“.
„ახალი ხმის“ მერე ნინი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა. ამ დროს გიორგის უკვე ხვდებოდა და საგულშემატკივროდ დაჰყავდა. ნინი იმ პერიოდში თავის პირადზე სიტყვას არ ძრავდა, ეჭვსაც ვერ შეიტანდი. გულჩათხრობილი სასწორია, რაც არ უნდა – ვერ დააცდენინებ. საუკეთესოდ ვიცნობ ამ ნიშანს J ახლა „ორ ვარსკვლავზე“ დაჰყავს ქმარი.
– გიორგი, ნინი ცნობილია, თაყვანისმცემლები ეყოლებოდა. არ ეჭვიანობ?
– არა. ჩემზე უკეთესთან ვისთან წავა? სცენა ნინის პროფესიაა, რატომ უნდა ვიეჭვიანო? ზედმეტს არაფერს გააკეთებს და არც არავის მისცემს ამის უფლებას. ვენდობი და ეჭვიანობის საბაბი არ მაქვს. სცენაზე თავს ბედნიერად გრძნობს. ამით მეც ბედნიერი ვარ. სადაც წარმატებას მიაღწევს, მინდა იქ იყოს. მე ხელს შევუწყობ, რომ პოტენციალი ბოლომდე გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ, ნინი ბევრს მიაღწევს. მიყვარს რომ მღერის, მაგრამ კრიტიკასაც არ ვერიდები.
ნინი: გიორგი ბავშობაში ფორტეპიანოზე უკრავდა, კარგი მუსიკოსი იყო. ყველა მასწავლებელს ახსოვს. დედაც ამ სფეროშია და ახსოვს, ნიჭიერი იყოო. შენიშვნას რომ მაძლევს, მიკვრის როგორ ხვდება-მეთქი. კომპეტენტური ადამიანის კრიტიკას ვითვალისწინებ.
წყარო